воскресенье, 25 апреля 2010 г.

ცოტა რამ აქაურობაზე

კარგით მაშინ დავწერ ეხლა იმაზე თუ რა ხდება აქ. ციხის შენობა ზუსტად არც კი ვიცი, მგონი 6 სართულიანია და პატიმრებით სასვე ნამდვილად არ არის. ჩემს კამერაში 4 საწოლია და სამნი ვართ. მაგარი სისუფთავეა ციხეში და საჭმელიც კარგია რა, ხან სალათებია, ხან წვნიანები მაგრამ ხინკალი და ჩახოხბილი ჯერ არ ყოფილა საერთოდ. ყოველ მეოთხე დღეს ვბანაობთ, სახურავზეა მოზწყობილი სასეირნო და სავარჯიშო ტრენაჟორებიცაა და სიტუაცია ნაღდად არაა ისეთი კინოებში რო ვუყურებდი ხოლმე. ძაან მეგობრულად ყველა ერთმანეთის მიმართ და არ ხდება ცხუბები და უბედურებები. ეზოშიც გვაქვს სასეირნო და კალათბურთის ფარებიცაა.

ნაღდად არ ვარ ცუდ პირობებში და ქარტულ ციხეებტან შედარებით ნაღდად კურორტია, მანდ არ ვან ნაჯდომი, მარა ხო წარმომიდგენია რაც არის. მერე მკითხავთ რატო არ გინდა საქართველოში დეპორტიო? მანდ ვიცი რო უარეს დღეში ვიქნები და რა მინდა? სახლი აღარა მაქვს და ნათესავებსაც მაგრად ვკიდივარ, აქ რო გამოვალ სამსახურს უფრო მოვნახავ ვიდრე მანდ და თუ არადა ციხეში მაინც ხო დავბრუნდები უპრობლემოდ და მომხედავენ!

გიჟი არ გეგონოთ, მაგრამ ესეა. საქართველო კი იმიტო არ მიყვარს რო ტრადიციულია ყველას ქცევა და არ აზროვნებენ ისე აკეთებენ რარაცეებს, რასაც სხვა გააკეთებს იმას აკეთებს ყველა, თუ შენ სხანაირად მოიქცევი ბანძი ხარ და ამას სიგ ხო არა აქვს ფიქრობენ. მე მიჭირდა გაგება ადამიანების, ტუ იმათ უჭირდათ ჩემი გაგება არ ვიცი მაგრამ თავს თეთრ ყვავად ვგრძნობდი. როცა დახეულ ჯინსს ჩავიცვამდი პიდარასტიაო ფიქრობდნენ, არადა დახეული ჯინსი რაღა გასაკვირია არ მესმის. უცხო ქვეყანაში კი კარგი ისაა რო არავინ აქცევს ყურადღებას რა გაცვია და რა ფერის თმა გაქვს. არა თმას არ ვირებავ :) წაბლისფერი მაქვს და მქონდა, მაგრამ ისე ვთქვი რა, ანუ კიდიათ შენი გარეგნული მხარე და ვინა ხარ შიგნით იმას უფრო უყურებენ, თუმცა არც მანდ არიან ძაან ყურადრებიანები. ნუ რავი მე აქ უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს და იმედია არ მიწყენთ.

დროებით!

5 комментариев:

  1. saqartvelosadmi is damokidebulebaa, rasac me verasodes ver gavigeb.

    droebit :)

    ОтветитьУдалить
  2. მე კი მესმის შენი... ვერ გაგამტყუინებ ვერანაირად... ყოჩაღად იყავი ;) იურას უთხარი ნუ გვალოდინებს ხოლმე ამდენს :))))

    ОтветитьУдалить
  3. ეგ უცნაური დამოკიდებულებები მეც მაღიზიანებს ვის რაში ესაქმება შენი დახეული ჯინსი ან მწვანედ შეღებილი თმა მაგრამ ყველა ამას უყურებს. უნივერსიტეტში უნდა ნახო ეგეთებს როგორ უცხოპლანეტელებივით უყურებენ ჩემი უკვირთ როგორ მეგობრობო. ზედმეტად სტერეოტიპული ხალხია აქ.
    ციხეში ყოფნას მეტს აღარ გისურვებ რომ გამოხვალ იმედია მუშაობას დაიწყებ და შენს თავსაც იყოვი. მანამდე კი უცხო ენა ისწავლე რომ შემდეგ გაგიადვილდეს მანდ ცხოვრება.

    ОтветитьУдалить
  4. ძალიან კარგია კარგ პირობებში ყოფნა ;)) ხოო სტერეოტიები არ იკითხო.

    მიუხედავად ყველაფრისა დახეული ჯინსებით დავდივარ და ეხლა დრედების გაკეთებასაც ვაპირებ და ყველა მკიდია:DD

    რა კარგია ტრენაჟორები, ბევრს ივარჯიშებ და დაკუნთული გამოხვალ, მეც უნდა ჩავჯდე ციხეში, სხეულს რომ მივხედო :DD

    ОтветитьУдалить
  5. დღეს გიპოვე ჯარჯი:)
    თუ როგორ ხარ გავიგე, პირველ რიგში მომიკითხე იურა. სტერეიტიპებით დახუნძლულელ ქვეყანიდან გაქცეულხარ:)თუმცა თმის ფერსა და დახეულ ჯინსზე აღარავინ აღარ ირევა აქაც:)
    ,,შენი ციხე” იმ მუღამზე აყენებს მკითხველს რომ ჰაერი შემოგიტანონ და საკნის პატარა ფანჯარა გაგიდიდონ.
    შენს პოსტებს ველოდები:)

    ОтветитьУдалить