ნაღდად არ ვარ ცუდ პირობებში და ქარტულ ციხეებტან შედარებით ნაღდად კურორტია, მანდ არ ვან ნაჯდომი, მარა ხო წარმომიდგენია რაც არის. მერე მკითხავთ რატო არ გინდა საქართველოში დეპორტიო? მანდ ვიცი რო უარეს დღეში ვიქნები და რა მინდა? სახლი აღარა მაქვს და ნათესავებსაც მაგრად ვკიდივარ, აქ რო გამოვალ სამსახურს უფრო მოვნახავ ვიდრე მანდ და თუ არადა ციხეში მაინც ხო დავბრუნდები უპრობლემოდ და მომხედავენ!
გიჟი არ გეგონოთ, მაგრამ ესეა. საქართველო კი იმიტო არ მიყვარს რო ტრადიციულია ყველას ქცევა და არ აზროვნებენ ისე აკეთებენ რარაცეებს, რასაც სხვა გააკეთებს იმას აკეთებს ყველა, თუ შენ სხანაირად მოიქცევი ბანძი ხარ და ამას სიგ ხო არა აქვს ფიქრობენ. მე მიჭირდა გაგება ადამიანების, ტუ იმათ უჭირდათ ჩემი გაგება არ ვიცი მაგრამ თავს თეთრ ყვავად ვგრძნობდი. როცა დახეულ ჯინსს ჩავიცვამდი პიდარასტიაო ფიქრობდნენ, არადა დახეული ჯინსი რაღა გასაკვირია არ მესმის. უცხო ქვეყანაში კი კარგი ისაა რო არავინ აქცევს ყურადღებას რა გაცვია და რა ფერის თმა გაქვს. არა თმას არ ვირებავ :) წაბლისფერი მაქვს და მქონდა, მაგრამ ისე ვთქვი რა, ანუ კიდიათ შენი გარეგნული მხარე და ვინა ხარ შიგნით იმას უფრო უყურებენ, თუმცა არც მანდ არიან ძაან ყურადრებიანები. ნუ რავი მე აქ უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს და იმედია არ მიწყენთ.
დროებით!