воскресенье, 25 апреля 2010 г.

ცოტა რამ აქაურობაზე

კარგით მაშინ დავწერ ეხლა იმაზე თუ რა ხდება აქ. ციხის შენობა ზუსტად არც კი ვიცი, მგონი 6 სართულიანია და პატიმრებით სასვე ნამდვილად არ არის. ჩემს კამერაში 4 საწოლია და სამნი ვართ. მაგარი სისუფთავეა ციხეში და საჭმელიც კარგია რა, ხან სალათებია, ხან წვნიანები მაგრამ ხინკალი და ჩახოხბილი ჯერ არ ყოფილა საერთოდ. ყოველ მეოთხე დღეს ვბანაობთ, სახურავზეა მოზწყობილი სასეირნო და სავარჯიშო ტრენაჟორებიცაა და სიტუაცია ნაღდად არაა ისეთი კინოებში რო ვუყურებდი ხოლმე. ძაან მეგობრულად ყველა ერთმანეთის მიმართ და არ ხდება ცხუბები და უბედურებები. ეზოშიც გვაქვს სასეირნო და კალათბურთის ფარებიცაა.

ნაღდად არ ვარ ცუდ პირობებში და ქარტულ ციხეებტან შედარებით ნაღდად კურორტია, მანდ არ ვან ნაჯდომი, მარა ხო წარმომიდგენია რაც არის. მერე მკითხავთ რატო არ გინდა საქართველოში დეპორტიო? მანდ ვიცი რო უარეს დღეში ვიქნები და რა მინდა? სახლი აღარა მაქვს და ნათესავებსაც მაგრად ვკიდივარ, აქ რო გამოვალ სამსახურს უფრო მოვნახავ ვიდრე მანდ და თუ არადა ციხეში მაინც ხო დავბრუნდები უპრობლემოდ და მომხედავენ!

გიჟი არ გეგონოთ, მაგრამ ესეა. საქართველო კი იმიტო არ მიყვარს რო ტრადიციულია ყველას ქცევა და არ აზროვნებენ ისე აკეთებენ რარაცეებს, რასაც სხვა გააკეთებს იმას აკეთებს ყველა, თუ შენ სხანაირად მოიქცევი ბანძი ხარ და ამას სიგ ხო არა აქვს ფიქრობენ. მე მიჭირდა გაგება ადამიანების, ტუ იმათ უჭირდათ ჩემი გაგება არ ვიცი მაგრამ თავს თეთრ ყვავად ვგრძნობდი. როცა დახეულ ჯინსს ჩავიცვამდი პიდარასტიაო ფიქრობდნენ, არადა დახეული ჯინსი რაღა გასაკვირია არ მესმის. უცხო ქვეყანაში კი კარგი ისაა რო არავინ აქცევს ყურადღებას რა გაცვია და რა ფერის თმა გაქვს. არა თმას არ ვირებავ :) წაბლისფერი მაქვს და მქონდა, მაგრამ ისე ვთქვი რა, ანუ კიდიათ შენი გარეგნული მხარე და ვინა ხარ შიგნით იმას უფრო უყურებენ, თუმცა არც მანდ არიან ძაან ყურადრებიანები. ნუ რავი მე აქ უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს და იმედია არ მიწყენთ.

დროებით!

четверг, 22 апреля 2010 г.

დიდი მადლობა მეგობრებო!


გუშინ ვერ მოახერხა იურამ ჩემი გამოყვანა და დღეს ვნახე თქვენი კომენტარები. ძალიან გახარებული ვარ მაგარ ხასიათზე დავდექი. თქვენ გაიხარეთ რა ყველამ, ვერც წარმოიდგენთ რა მაგარი გრძნობაა :)

უღრმესი მადლობა იმათ ვისაც მაილზე მივწერე და დახმარება ვთხოვე, აშკარად სწორად მოვქცეულვარ თქვენ რომ მოგმართეთ, კიდევ ვაპირებდი სხვებისთვის თხოვნასაც, მაგარმ პოსტის მისამართს ვერ მივაგენი მათ ბლოგებზე. ანუ ეს იქნება სამადლობო წერილი თქვენდამი. მათლობა სვითი რო გულთან ახლოს მიიტანე თხოვნა, მადლობა ქილიფას, რომელმაც პოსტიც მომიძღვნა, მადლობა გაბოს, რომელმაც მასწავლა როგორ უნდა მექნა ისე რო ყველას შეძლებოდა კომენტარის დატოვება, მადლობა ნასტასიას, რომელმაც შემომთავაზა კიდეც ,,რაღაც” :) ალბათ მერე გაიგებთ რაც, მადლობა ზურიუსს და ყველას, ყველას ვინც დააკომენტარეთ, მეგობრებს უთხარით ამ ბლოგის შესახებ და დახმარება გადაწყვიტეთ.

რაც შეეხება იმას, რომ ზოგს არ ჯერა, სამწუხაროდ გასაგებია მათი და დაჟე იურაც მეკაიფევა, რისთვის გააკეთე ეგ ბლოგი, მაინც არავინ წაიკითხავს და თუ წაიკითხავენ იფიქრებენ რო ვიღაცა ეგრე ერთობაო, თან ღადაობდა პოპულარული თუ გახდი და ყველამ გაიგო რო ციხიდან წერ, შენი არ ვიცი მარა მე დამერხევა და სამსახურს დავკარგავო :) მე რო აქედან ვწერ არ იფიქროთ რომ ევროპის ციხეში ხალხს კომპიუტერები აქვთ :) უბრალოდ ძალიან დავუახლოვდი და მართლა შვილივით შემიყვარა იურამ, მისი სიძეც აქ მუშაობს და როცა შეცვლის და იურას დასვენების დროა ხოლე მე გამოვყავარ აქეთ, მაგრამ დიდი ხნით მაინც ვერ მტოვებს ხოლმე, თუ შემოწმება მოვიდა მაგ დროს ორივეს მაგრად დაგვერხევა, ამიტომ მეც ვჩქარობ და რასაც ვწერ იმის წაკითხვასაც ვერ ვასწრებ ეხლა.

როგორ გითხრათ მიყვარხართ მეთქი? მაგრამ მიყვარხართ მართლა! დიდი მადლობა თქვენ რომ მარტო არა ვარ!

воскресенье, 18 апреля 2010 г.

მე - ჯარჯი

კარგა ხანია ველოდებოდი როდის გამიჩითავდა იურა (ჩემი დარაჯი, ხო იმენა რუსული სახელია?) ქართულ შრიფტს, რო ბლოგი გამეკეთებინა და ქართულად დამეწერა. აწი შეგეხმიანებით ქართველებო და დიდად არ მიყვარს საქართველო, მაგრამ მგონი ყველაზე უკეთესად ისევ ქართველები გამიგებენ და 1-2 კარგ სიტყვას მაინც მეტყვით.

შეიძლება შეგაწუხოთ კიდეც ზოგიერთი თქვენგანი რაღაც კითხვებით ბლოგთან დაკავშირებით და იმედა დამეხმარებით. ისე საკაიფოდ ვითვისებ და დავამუღამე ბევრი რამე. ასე რომ იცნობდეთ თქვენს მეგობარ ჯარჯის რომელიც 4 წელიწადში გამოვა და ფეხზე დააყენებს ევროპას! მე მაიც უნდა მივაღწიო წარმატებას ცხოვრებაში და იმედი მაქვს ასეც იქნება.

ბლოგს კი დავარქვი კარცერი-ლუქსი, მართალია კარცერში არ ვარ და ციხის პირობებზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვარ, მაგრამ ვისურვებდი ამ კომპიუტერის მაგივრადაც კი, რო კარცერ-ლუქსში ვიჯდე ეს 4 წელი და ქართულად მქონდეს წიგნები.