четверг, 22 апреля 2010 г.

დიდი მადლობა მეგობრებო!


გუშინ ვერ მოახერხა იურამ ჩემი გამოყვანა და დღეს ვნახე თქვენი კომენტარები. ძალიან გახარებული ვარ მაგარ ხასიათზე დავდექი. თქვენ გაიხარეთ რა ყველამ, ვერც წარმოიდგენთ რა მაგარი გრძნობაა :)

უღრმესი მადლობა იმათ ვისაც მაილზე მივწერე და დახმარება ვთხოვე, აშკარად სწორად მოვქცეულვარ თქვენ რომ მოგმართეთ, კიდევ ვაპირებდი სხვებისთვის თხოვნასაც, მაგარმ პოსტის მისამართს ვერ მივაგენი მათ ბლოგებზე. ანუ ეს იქნება სამადლობო წერილი თქვენდამი. მათლობა სვითი რო გულთან ახლოს მიიტანე თხოვნა, მადლობა ქილიფას, რომელმაც პოსტიც მომიძღვნა, მადლობა გაბოს, რომელმაც მასწავლა როგორ უნდა მექნა ისე რო ყველას შეძლებოდა კომენტარის დატოვება, მადლობა ნასტასიას, რომელმაც შემომთავაზა კიდეც ,,რაღაც” :) ალბათ მერე გაიგებთ რაც, მადლობა ზურიუსს და ყველას, ყველას ვინც დააკომენტარეთ, მეგობრებს უთხარით ამ ბლოგის შესახებ და დახმარება გადაწყვიტეთ.

რაც შეეხება იმას, რომ ზოგს არ ჯერა, სამწუხაროდ გასაგებია მათი და დაჟე იურაც მეკაიფევა, რისთვის გააკეთე ეგ ბლოგი, მაინც არავინ წაიკითხავს და თუ წაიკითხავენ იფიქრებენ რო ვიღაცა ეგრე ერთობაო, თან ღადაობდა პოპულარული თუ გახდი და ყველამ გაიგო რო ციხიდან წერ, შენი არ ვიცი მარა მე დამერხევა და სამსახურს დავკარგავო :) მე რო აქედან ვწერ არ იფიქროთ რომ ევროპის ციხეში ხალხს კომპიუტერები აქვთ :) უბრალოდ ძალიან დავუახლოვდი და მართლა შვილივით შემიყვარა იურამ, მისი სიძეც აქ მუშაობს და როცა შეცვლის და იურას დასვენების დროა ხოლე მე გამოვყავარ აქეთ, მაგრამ დიდი ხნით მაინც ვერ მტოვებს ხოლმე, თუ შემოწმება მოვიდა მაგ დროს ორივეს მაგრად დაგვერხევა, ამიტომ მეც ვჩქარობ და რასაც ვწერ იმის წაკითხვასაც ვერ ვასწრებ ეხლა.

როგორ გითხრათ მიყვარხართ მეთქი? მაგრამ მიყვარხართ მართლა! დიდი მადლობა თქვენ რომ მარტო არა ვარ!

11 комментариев:

  1. Этот комментарий был удален автором.

    ОтветитьУдалить
  2. ნამდვილად საინტერესო დასაწყისია(თუ გაგრძელება?) პოპულარულობის მოსაპოვებლად...

    ОтветитьУдалить
  3. @ ტატუ არაფერ შუაშია პოპულარობა, ადამიანი თავის ვინაობასაც არ ამბობს და რათ უნდა პოპულარობა?

    არაფრის ჯარჯი, ძალიან სასიამოვნოა რო გახარებული ხარ და გესიაომვნა ;) შენს გვერდით მიგულე პირადად მე და არა მარტო მე... ;)

    ОтветитьУдалить
  4. მიხარია ახალი პოსტი რომ დამხვდა . მოდი შემდეგი პოსტი დღიურის ჩანაწერი გააკეთე მთელი დღე რას ფიქრობ რას აკეთებ ძალიან საინტერესოა . გვერდში გვიგულე .

    ОтветитьУдалить
  5. iura mogvikitxe utxari cota xshirad shemogishvas xolme nettan :)

    ОтветитьУдалить
  6. zalian saineresoa, guSin wavikitxe pirvelad da dgesac Semovedi, im imediT ro axali posti damxvdeboda :)

    ОтветитьУдалить
  7. რა ვქნა, მე მაინც ვერ ვიჯერებ.მგონია,რაღაც ლიტერატურულ მისტიფიკაციასთან გვაქვს საქმე და ჯარჯის უკან რომელიმე ცნობილი ბლოგერი იმალება, თუ ვცდები,მაპატიეთ:)

    ОтветитьУдалить
  8. ყოჩაღად იყავი! ყველაფერი კარგად იქნება, ცხოვრება უცნაური და ლამაზი რამეა. ყველაფერი ხდება, და გამოსავალი ყოველთვის არსებობს, ციხიდანაც კი :) ოცნებები ხდება! ძალიან ბევრს გამოუვლია რთული ცხოვრება, გადაულახია და თავისი ბედნიერება უპოვია. წარმატებებს გისურვებ და სულიერ ძლიერებას!

    თუ მართლა ციხიდან წერ, ეგეც ყოჩაღობაა! ყველაფერი გამოგივა! :)

    ОтветитьУдалить
  9. ყველაზე ორიგინალური ბლოგია რაც კი ბოლო პერიოდში შემხვედრია!

    დღეიდან მარტო აღარ იქნები ციხეში, ჩათვალე, რომ ჩვენც შენთან ერთად ვსხედვართ მანდ :)

    ეცადე, პროდუქტიულად გამოიყენო მანდ გატარებული დრო და განათლდე :) ხანდახან მეც მინდა ხოლმე ვინმემ ჩამსვას ციხეში, როცა წიგნის წაკითხვას თავს ვერ ვაბამ :)

    დიდი ინტერესით ველოდებით შენს პოსტებს, ჯარჯი :*

    ОтветитьУдалить
  10. ჯარჯი , მშვენიერი იდეაა ასე გააგრძელე.

    ОтветитьУдалить